ვიქტორ ორბანის მთავრობა ბოლო კვირაში სახელმწიფო ხაზინის სრულად გაძარცვას გეგმავს. ჩვენ ხელთ ჩაგვივარდა მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც, ორბანის მიმავალი მთავრობა სალაროს ბოლომდე დაცარიელებას აპირებს, - ამის შესახებ უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი სოციალურ ქსელში წერს.
პეტერ მადიარი მოუწოდებს სამინისტროს ხელმძღვანელებს, თავი შეიკავონ ახალი ვალდებულებების აღებისგან TISZA-ს მთავრობის ფორმირებამდე და მხოლოდ აუცილებელი, ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭირო გადახდები განახორციელონ. მადიარის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მოუწევთ არა მხოლოდ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება
"ვიქტორ ორბანის მთავრობა ბოლო კვირაში სახელმწიფო ხაზინის სრულად გაძარცვას გეგმავს. ჩვენ ხელთ ჩაგვივარდა მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც, ორბანის მიმავალი მთავრობა სალაროს სრულად დაცარიელებას აპირებს
არსებული სამთავრობო დადგენილების მიხედვით, მოქმედი მთავრობა არა მხოლოდ უკვე გაფორმებული, ჯერ კიდევ გადაუხდელი ვალდებულებების დაფინანსებას, არამედ ასევე მნიშვნელოვანი ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებასაც აპირებდა.
კონტროლი სახელმწიფო ვალდებულებებსა და შესყიდვებზე მთლიანად გაუქმებულია და ბიუჯეტის ხარჯვის შეზღუდვები მოხსნილია.
ასევე ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თავად ორბანის მთავრობის უახლესი გათვლებით, სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი წელს 6.8%-მდე გაიზრდებოდა, თუნდაც დამატებითი ხარჯების გარეშე. ეს მნიშვნელოვნად აღემატება როგორც ოფიციალურ 3.9%-ს, ასევე მოგვიანებით გაზრდილ 5%-იან პროგნოზსაც.
ისინი დილიდან საღამომდე ატყუებდნენ საზოგადოებას.
ფორმირებადი TISZA-ს მთავრობა დაუყოვნებლივ აღადგენს ბიუჯეტის პასუხისმგებლიან მართვას, შეაჩერებს გადასახადების ფლანგვას და დაასრულებს კორუფციას და არამიზნობრივ ხარჯვას. ყველა სამინისტროში, ყველა საბიუჯეტო დაწესებულებასა და სახელმწიფო კომპანიაში დაუყოვნებლივ გადავხედავთ ხარჯებსა და კონტრაქტებს, განსაკუთრებით ინვესტიციებისა და შესყიდვების მიმართულებით.
ჩვენ ვიზრუნებთ, რომ გადასახადის გადამხდელთა ფული ემსახურებოდეს არა რამდენიმე ადამიანის გამდიდრებას, არამედ მთელი უნგრელი ხალხის კეთილდღეობას.
მოვუწოდებ სამინისტროს ხელმძღვანელებს, თავი შეიკავონ ახალი ვალდებულებების აღებისგან TISZA-ს მთავრობის ფორმირებამდე და მხოლოდ აუცილებელი, ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭირო გადახდები განახორციელონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მოუწევთ არა მხოლოდ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება", - წერს მადიარი.








