ბრიტანულმა მედია-კომპანია William Reed-მა 2023 წლის 50 საუკეთესო რესტორნის სია გამოაქვეყნა.

2023 წლის საუკეთესო რესტორნად დასახელდა პერუს დედაქალაქ ლიმაში არსებული რესტორანი Central-ი



მეორე და მესამე ადგილებზე ესპანური რესტორნებს, Disfrutar-ს (ბარსელონა)  და Diverxo-ს (მადრიდი) მიეკუთვნა.





საუკეთესო ათეულში კიდევ ერთი ესპანური რესტორანი, Asador Etxebarri მოხვდა. ბასკეთის ქალაქ აჩონდოში არსებულმა ამ რესტორანმა მე-4 ადგილი დაიკავა.



მეხუთე ადგილზე არის რესტორანი Alchemist (დანია, კოპენჰაგენი), მეექვსეზე კი კიდევ ერთი რესტორანი პერუს დედაქალაქიდან Maido.




50 საუკეთესო რესტორანში 6 ესპანეთიდანაა, 5 საფრანგეთიდან,  4-4 პერუდან და იტალიიდან.