სომხური მედიის ცნობით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა სომხეთის პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენის დროს განაცხადა.

News.am-ის, ცნობით, სომხეთის პრემიერ მინისტრმა პარლამენტის ტრიბუნიდან უახლოეს მომავალში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ პროცესის დაწყების შესახებ განცხადება გაკეთებიდან რამდენიმე წუთში კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ ორგანიზაციაში სომხეთის წევრობასთან დაკავშირებიზთ თქვა:

მე ძალიან მოხარული ვიქნებოდი, თუ ჩვენ კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ ორგანიზაციიდან გაგვრიცხავდნენ.

2025 წლის აპრილში სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა ხელი მოაწერა კანონს „სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ“. დოკუმენტი ადრე ქვეყნის პარლამენტმა დაამტკიცა. პაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება რეფერენდუმის გზით უნდა იქნეს მიღებული.


27 ივლისს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას, პაშინიანმა განაცხადა, რომ ასეთი რეფერენდუმის ჩატარება შესაძლებელი იქნებოდა მას შემდეგ, რაც ერევანი ოფიციალურად წარადგენს განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე. მან დასძინა, რომ მზად იყო ეს საკითხი რუსეთთან მეგობრული დიალოგის ფარგლებში განიხილოს.

2026 წლის მაისის ბოლოს და ივნისის დასაწყისში რუსეთ-სომხეთის ურთიერთობები კიდევ ერთხელ გაუარესდა ერევნის ევროკავშირთან დაახლოების და CSTO-დან გასვლის ფონზე. ამასობაში, პაშინიანმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერება სომხეთის ერთ-ერთი საგარეო პოლიტიკური და ეკონომიკური პრიორიტეტია. თუმცა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ადრე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერევნის ერთდროული წევრობა როგორც ევროკავშირში, ასევე ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შეუძლებელია.

მოამზადა რაულ კაპანაძემ