პაშინიანის მტკიცებით, ევრაზიულ კავშირთან თანამშრომლობის განმტკიცება - სომხეთის ერთ-ერთი მთავარი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური პრიორიტეტია.

ასეთი განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ყირგიზეთში, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სამთავრობათშორისო საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

პაშინიანის თქმით, სომხეთს ესმის, რომ ერთდროულად ევრაზიული კავშირის და ევროკავშირის წევრობა შეუძლებელია. ამასთან, სომხეთის და ევროკავშირის ამჟამინდელ ურთიერთობა არც იურიდიულად, არც ეკონომიკურად და არც პოლიტიკურად არ ეწინააღმდეგება სომხეთის სტატუსს ევრაზიული კავშირის ფარგლებში.

და თუ პერსპექტივაში სომხეთი ხარისხობრივად შეძლებს ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებას, ეს არ ნიშნავს, რომ ევროკავშირი სომხეთს მწვანე შუქს აუნთებს და სომხეთი, თავის მხრივ, ევროკავშირის წევრობაზე გააკეთებს განაცხადს და სომხეთი ავტომატურად გახდება ევროკავშირის წევრი. ამისთვის საჭირო იქნება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და ბოლოს, საერთო სახალხო რეფერენდუმი, - განაცხადა პაშინიანმა და აღნიშნა:

"ევრაზიულ კავშირთან თანამშრომლობის განმტკიცება - სომხეთის ერთ-ერთი მთავარი გეოპოლიტიკური და საგარეო ეკონომიკური პრიორიტეტია. ასეთი მიდგომა თავის ასახვას პოვებს. იმ ახალი მთავრობის პროგრამაშიც, რომლის ხელმძღვნელობაც მე დამევალა".

მისი თქმით, "ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია საქონლის, მომსახურების, კაპიტალის და სამუშაო ძალის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა, მაგრამ პრაქტიკაში ამ პრინციპის სრული რეალიზება არ ხდება და აქედან გამომდინარე წარმოშობილი კითხვების იგნორირება არა მხოლოდ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის განვითარებას აფერხებს, არამედ ნეგატიურად მოქმედებს მისდამი მოქალაქეების და საქმიანი წრეების დამოკიდებულებაზე". 

"საბოლოო ჯამში, ასეთი პრობლემები ცალკე აღებული რომელიმე სახელმწიფოს კი არა, არამედ მთელი გაერთიანების პრობლემა ხდება. სწორედ ამიტომ ჩვენ დროულად უნდა აღმოვფხრათ წარმოშობილი ბარიერები, თავიდან ავიცილოთ სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების დეგრადაცია ევრაზიული კავშირის შიგნით, მინიმუმამდე შევამციროთ ბიზნესის რისკები და თანმიმდევრულად გავაძლიეროთ ურთიერთობა. რიგ სფეროებში დასახული სტრატეგიული მიზნები ჯერ კიდევ სრულად არ არის მიღწეული. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება უკვე მიღებული გადაწყვეტილებების პრაქტიკულ განხორციელებაზე“, - თქვა პრემიერ-მინისტრმა.