ოკუპირებული სევასტოპოლის ხელმძღვანელობისა და Telegram-ის არხების ცნობით, სევასტოპოლში მომხდარი აფეთქებებისა და საბრძოლო მასალის დეტონაციის შედეგად დაიღუპნენ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის და დაცვის თანამშრომლები.
ქალაქის ე.წ. გუბერნატორის, მიხაილ რაზვოჟაევის განცხადებით, ტრაგედია მას შემდეგ მოხდა, რაც სპეციალისტები ღამის შეტევების შემდეგ ტერიტორიის შემოწმებასა და ობიექტების განეიტრალებას ცდილობდნენ. აფეთქების შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი — რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ოთხი თანამშრომელი და ერთი მცველი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, ღამის საათებში სევასტოპოლის მიმართულებით მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა, რის გამოც, ქალაქის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება გაითიშა. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, აფეთქებები დაფიქსირდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის მიმდებარე ტერიტორიებზეც.




