რუსეთში ახალი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ, რომელიც ვლადიმირის რეგიონში მდებარე სასჯელაღსრულების კოლონიაში იმყოფება. ამჯერად საუბარია პოლიტიკური სიძულვილით მოტივირებულ ვანდალიზმზე.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის Telegram არხზე გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, ნავალნიმ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტისგან მიიღო წერილი, რომელშიც აცნობებენ, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია „რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიადაგზე“.
პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ მისთვის უცნობია, თუ რას ითვალისწინებს აღნიშნული მუხლი.
"ისინი რეალურად ყოველ სამ თვეში ერთხელ აღძრავენ ახალ სისხლის სამართლის საქმე ჩემს წინააღმდეგ. არ არსებობს მსჯავრდადებული, რომელიც ერთ წელზე მეტია, იზოლატორში იმყოფება, და ასეთი დატვირთული სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრებით ცხოვრობს", - წერს ნავალნი.
ის აღნიშნავს, რომ მისი წერილები ჯერ კიდევ ექვემდებარება ცენზურას.