პრიშტინაში გამართულ პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი კოსოვოში სამხედრო კონტინგენტის გაზრდის შესაძლებლობას განიხილავს.
"ჩვენ ახლა განვიხილავთ, გვჭირდება თუ არა მუდმივად ჯარების ყოფნის გაზრდა, რათა უზრუნველვყოთ, რომ სიტუაცია არ გავიდეს კონტროლიდან და არ გამოიწვიოს მორიგი ძალადობრივი კონფლიქტი კოსოვოში ან მთელ რეგიონში," - თქვა სტოლტენბერგმა.
კოსოვოში სტაბილურობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი ნატოს საერთაშორისო ძალები (KFOR) 1999 წლიდან მოქმედებს და 27 ქვეყნიდან 4500-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს.
მიმდინარე წლის ოქტომბერში რეგიონში სიტუაციის ესკალაციის შემდეგ, ნატომ კოსოვოში დამატებით 200 ჯარისკაცი გაგზავნა.