საიტმა TasteAtlas-მა, რომელიც ცნობილია როგორც საერთაშორისო სამზარეულოს კულინარიული გზამკვლევი, ონლაინ გამოკითხვის საფუძველზე მსოფლიოს 100 ყველაზე პოპულარული ხორციანი წვნიანის რეიტინგი შეადგინა.

გამოკითხვაში შედეგების მიხედვით შედგენილ რეიტინგში 47 ქვეყნის ხორციანი წვნიანები მოხვდნენ. სიმრავლის მიხედვით ასეულში ყველაზე მეტი ხორციანი წვნიანი გვხვდება ინდონეზიიდან - 13 (საუკეთესო N12), რუმინეთიდან - 6 (საუკეთესო N14), პერუდან - 6 (საუკეთესო N38), ფილიპინებიდან - 5 (საუკეთესო N8), ვიეტნამიდან - 5 (საუკეთესო N6), მექსიკიდან - 5 (საუკეთესო N3).

ასეულში აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან 5 სახის ხორციანი წვნიანი დასახელებული:

N99 - სომხური კოლოლიკი;
N95 - აზერბაიჯანული ქუფთა ბოზბაში;
N86 - სომხური არგანაკი;
N62 - თურქული ბეირან ჩორბასი;
N48 - თურქული იუვარლამა ჩორბასი.


ჩიხირთმა ასი ყველაზე პოპულარული ხორციანი წვნიანების ჩამონათვალში 42-ე ადგილზეა.

ათეულში შედიან:

N10 სანკოჩო (კოლუმბია)

N9 ქათმის ფო, Phở gà (ვიეტნამი)

N8 ბულალო (ფილიპინები)

N7 ხარჩო (საქართველო)

N6 ძროხის ფო, Phở bò (ვიეტნამი)

N5 ტომ ხა გაი (ტაილანდი)

N4 ძროხის წვნიანი ატრიით/ლაფშით

N3 ქათმის სუპი, Caldo de pollo (ესპანეთი)

N2 როსოლი (პოლონეთი)

N1 გულაში (უნგრეთი)

აღწერაში აღნიშნულია, რომ უნგრეთში გულაში ძირითადად წვნიანის მსგავსი კერძია, ამიტომ ამ კერძს ასევე უწოდებენ gulyasleves (სიტყვასიტყვით „მწყემსის წვნიანი"). ის ძალიან ჰგავს përkёlt-ს - სქელ უნგრულ რაგუს - ეს სიტყვა ასოცირდება სიტყვა „gulyaš" (gulyaš)-თან უნგრეთის ფარგლებს გარეთ.