რუსეთმა უკრაინა დრონით განხორციელებულ თავდასხმაში დაადანაშაულა, რომლის შედეგადაც სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა, კიევმა კი განაცხადა, რომ მის ინფრასტრუქტურაზე 200-ზე მეტი რუსული დრონი იქნა გაშვებული.
რუსეთის ცნობით, 1 იანვრის ღამეს ხერსონის რეგიონის შავი ზღვის სანაპიროზე, სოფელ ხორლიში, დრონებით თავდასხმა განხორციელდა კაფესა და სასტუმროზე, სადაც ახალი წლის დადგომის აღსანიშნავად ხალხი იყო შეკრებილი. თავდასხმა სამი დრონით განხორციელდა, რომელთაგან ერთ-ერთზე ცეცხლგამჩენი ნარევი იყო, რამაც მასშტაბური ხანძარი გამოიწვია. ხანძარს დილამდე არ ჩამქრალა.
რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონის რეგიონის გუბერნატორად დანიშნულმა პირმა განაცხადა, რომ დარტყმის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი, ხოლო 50-ზე მეტი დაშავდა. მისი თქმით, თავდასხმა შუაღამისას, უკრაინელების სადაზვერვო ოპერაციების შემდეგ მოხდა.
უკრაინას რუსეთის განცხადებაზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია, თუმცა, თავის მხრივ, მან აღნიშნა რომ ახალი წლის ღამეს რუსეთმა მისი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ 200-ზე მეტი დრონით მიიტანა იერიში.




