მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიჰაი პოპშოიმ, „რადიო მოლდოვასთან“ ინტერვიუს დროს რუმინეთთან გაერთიანების პირობები განსაზღვრა
საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუმინეთთან გაერთიანების გადაწყვეტილება ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობამ უნდა მიიღოს.
კიშინიოვმა შესაძლოა რუმინეთთან გაერთიანების საკითხი წამოჭრას, თუ ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას რუსეთი საფრთხეს შეუქმნის, - განაცხადა მიჰაი პოპშოიმ.
მისი თქმით, მოლდოვა ვერ შეძლებს „თვალებზე ხელის აფარებას“ („ascundă după deget”- გამოიყენებენ იმ შემთხვევაში, როდესაც უნდათ მიანიშნონ, რომ სუბიექტი, პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით, ყველანაირ საბაბს თუ ხრიკს იყენებს - „აიპრესი“) როდესაც ეგზისტენციალური საფრთხე დაემუქრება მის ტერიტორიული მთლიანობას, მისი მოქალაქეების სიცოცხლეს, თუ რუსეთის ფედერაცია „ძალიან მოუახლოვდება ჩვენ საზღვრებს, და ის უკვე ახლოსაა 2014 წლიდან“.
ცხადია, რომ გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება რთულ დროს: „თუ სიტუაცია კონტროლიდან გამოვა და მოვლენები ისე განვითარდება, რომ პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის ჩვენს არსებობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს“. თუმცა, ჩვენ ძალიან გვინდა მშვიდობიან ვიცხოვროთ მშვიდობიანად, და „არ გვინდა, რომ რუსეთის ფედერაცია საზღვრებს მოუახლოვდეს და ძალიან ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, უკრაინა და, რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაცია, რომელიც კონფლიქტის მხარეა, სახელმწიფო, რომელმაც ის დაიწყო, მიაღწევენ სამშვიდობო შეთანხმებას“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ გადაწყვეტილება მხოლოდ ქვეყნის მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა შეიძლება მიიღოს.
„ეს გადაწყვეტილება მარტივი არ არის და ასე რომ ყოფილიყო, ის უკვე მიღებული იქნებოდა... ასეთი გადაწყვეტილება მხოლოდ მოქალაქეთა ფართო უმრავლესობას შეუძლია მიიღოს, ნებისმიერი პოლიტიკოსის სურვილისა და ხმების მიუხედავად“, - თქვა პოპშოიმ.
მან ასევე კომენტარი გააკეთა მაია სანდუს განცხადებაზე, რომელმაც მხარდაჭერა გამოუცხადა რუმინეთთან გაერთიანების იდეას და აღნიშნა, რომ ეს განცხადება „არსებითად, სიახლეს არ წარმოადგენს“ და გამოწვეულია მოლდოვის რესპუბლიკის უსაფრთხოების მყარი გარანტიების უქონლობით.
კითხვაზე, მისცემდა თუ არა ხმას მოლდოვას რუმინეთთან გაერთიანებას, პოპშოიმ განმარტა, რომ პასუხი „თავისთავად ნათელი უნდა იყოს“ მათთვის, ვისაც რუმინეთის მოქალაქეობა აქვს.




