აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი "ოცნების" სადავო ლეგიტიმაციის მქონე ხელისუფლების მიერ ქვეყნის მეექვსე პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციას ეხმიანება და აცხადებს, რომ "საქართველოში ვითარებას დიდი ყურადღებით აკვირდება". ამის შესახებ "რადიო თავისუფლებას" სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განუცხადა.
იგი ასევე გამოეხმაურა საქართველოში მიმდინარე მასობრივ საპროტესტო აქციებს, რომლებიც უკვე თვეზე მეტია, არ წყდება და აღნიშნა, რომ "გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებების დაცულობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ფუნქციონალური საზოგადოებისთვის".