აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ შეერთებული შტატები ქართველი ხალხის გვერდით დგას.

"რა თქმა უნდა, ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ. ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ. ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ მხარს ვუჭერთ მათ ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს, ევროპულ და ატლანტიკურ პარტნიორებთან ინტეგრაციის გაგრძელებას. მნიშვნელოვანი ოდენობის დახმარება, რომელსაც საქართველოს მთავრობას ვუწევთ, გადახედვის ქვეშ არის და ჩვენ აღნიშნული დახმარების 95 მილიონი დოლარი შევაჩერეთ, იმ ნაბიჯების გამო, რომელიც ვნახეთ, რომ მათ გადადგეს. ჩვენ გავაგრძელებთ, განვიხილოთ არის თუ არა დამატებითი ზომები, რომლებიც სათანადო იქნება და თუ ასე იქნება, ჩვენ მათი გამოყენება არ მოგვერიდება", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა უარი განაცხადა, კომენტარი გაეკეთებინა შესაძლო დამატებითი სანქციების შესახებ.