დანიის პრემიერმინისტრი, მეტე ფრედერიკსენი გრენლანდიაზე უთანხმოების გამო აშშ-ს მხრიდან ტარიფების დაწესების მუქარის შესახებ ევროპელი ლიდერების განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ დანიის მიმართ მხარდაჭერის გამო მოხარულია, ეს საკითხი კი მის "საზღვრებსაც მნიშვნელოვნად სცდება". მისივე თქმით, ევროპა შანტაჟს არ დაუშვებს.  ამის შესახებ ფრედერიკსენის მიერ დანიური გამოცემისთვის, Ritzau-სთვის გაგზავნილ წერილობით განცხადებაში წერია.

"დანიის სამეფოს დიდი მხარდაჭერა აქვს. ამავდროულად, ახლა კიდევ უფრო ნათელია, რომ ეს არის საკითხი, რომელიც ჩვენს საზღვრებსაც მნიშვნელოვნად სცდება". - წერს ფრედერიკსენი.

ფრედერიკსენმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ დანიას არა კონფლიქტი, არამედ თანამშრომლობა სურს. 

"ჩვენ თანამშრომლობა გვსურს და არ ვართ ისინი, ვისაც კონფლიქტი სურს. მოხარული ვარ დანარჩენი კონტინენტის თანმიმდევრული გზავნილებით: ევროპა შანტაჟს არ დაუშვებს". - წერს ფრედერიკსენი.

ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 17 იანვარს Truth Social-ზე დაწერა, რომ ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, გაერთიანებულ სამეფოს, ნიდერლანდებსა და ფინეთს 1-ელი თებერვლიდან აშშ-ში იმპორტირებულ ყველა პროდუქციაზე 10%-იან ტარიფს დაუწესებს.