კვირას გამართული სატელეფონო საუბრის დროს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო გააფრთხილა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში არ ჩაერთოს.

ინფორმაციას მედია საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ცნობით, სატელეფონო საუბარი ორ ლიდერს შორის 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ პირველი პირდაპირი კონტაქტი იყო.

მათივე ინფორმაციით, საუბრისას მაკრონმა ლუკაშენკოს მოუწოდა, რეგიონში მზარდი დაძაბულობისა და ნატო-ს აღმოსავლეთ საზღვართან სამხედრო აქტივობის გაზრდის ფონზე, ევროპასთან ურთიერთობები გააუმჯობესოს.

ოფიციალური მინსკის ინფორმაციით, ლუკაშენკოსა და მაკრონს შორის საუბარი ფრანგული მხარის ინიციატივით შედგა.