ირანის პრეზიდენტი, მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ აშშ-ის ბლოკადა "განწირულია წარუმატებლობისთვის".

"საზღვაო ბლოკადისა და შეზღუდვების დაწესების ნებისმიერი მცდელობა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, რეგიონის ერების ინტერესებს, გლობალურ მშვიდობასა და სტაბილურობას და განწირულია წარუმატებლობისთვის", – აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ბლოკადის გაგრძელებას ირანის მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნების იძულების საუკეთესო გზად მიიჩნევს.