Bloomberg-ის ცნობით, რომელიც იაპონიის უზენაესი სასამართლოს მონაცემებს ეყრდნობა, 2024 ფისკალურ წელს სახელმწიფომ გარდაცვლილი მოქალაქეებისგან რეკორდული 129.1 მილიარდი იენი (830 მილიონი აშშ დოლარი) მიიღო აქტივების სახით, რომელიც მემკვიდრეებს არ მოუთხოვიათ, რადგან ისინი უბრალოდ არ არსებობდნენ.

2013 წელთან შედარებით, სახელმწიფოს მიერ ჩამორთმეული აქტივების საერთო რაოდენობა თითქმის ოთხჯერ მეტად გაიზარდა -33.6 მილიარდი იენიდან (216 მილიონი დოლარი) 129.1 მილიარდი იენამდე (830 მილიონი დოლარი).

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს სიტუაცია იაპონიის ორ მთავარ დემოგრაფიულ პრობლემას ასახავს: მოსახლეობის შემცირებას და ხანდაზმულთა მარტოობას.

იაპონიის მოსახლეობა დაახლოებით 2009 წლიდან სტაბილურად მცირდება.

იაპონიის კვლევითი ინსტიტუტის მონაცემებით, გარდაცვლილი ხანდაზმული იაპონელებს შორის სულ უფრო მეტია ისეთი, რომელიც დაუქორწინებელი იყო და ახლო ნათესავები არ ჰყავდა. 

COVID-19 პანდემიის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა გარდაცვლილ მარტოხელა იაპონელთა მიერ უადრესატოდ ანუ უმემკვიდროდ დატოვებული ქონების რაოდენობა.  

მაგალითად, 2022 წელს გარდაცვლილთა რიცხვმა რეკორდულ 1.6 მილიონს მიაღწია.