შევხვდი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანდრეი სიბიგას და „დიდი შვიდეულიდან“ ჩემს კოლეგებს, რათა უკრაინის თავდაცვის გაძლიერებისა და ამ სისხლიანი კონფლიქტის დასრულების გზები განგვეხილა, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ავრცელებს.

მისი თქმით, აშშ რუსეთის დიპლომატიისკენ დასაბრუნებლად პარტნიორებთან თანამშრომლობას აგრძელებს.

„შეერთებული შტატები მტკიცედ აგრძელებს პარტნიორებთან თანამშრომლობას, რათა წაახალისოს რუსეთი, გაჰყვეს დიპლომატიას და პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდეს უკრაინასთან მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად“, – წერს მარკო რუბიო სოციალურ ქსელ X-ზე.

თარგმანი: პირველი არხი