ნიდერლანდების ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ სამშაბათს, 1 ოქტომბერს ოფიციალურად გადაიბარა ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობა მისი წინამორბედის - იენს სტოლტენბერგისგან.
უფლებამოსულების გადაცემის ცერემონია ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე მიმდინარეობს.
სტოლტენბერგმა გამოსამშვიდობებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ ნატოში 10 წელი იმსახურა, ”ახლა არის დრო, წავიდე”.
მან თქვა, რომ ალიანსი საიმედო ხელშია, ვინაიდან რუტეს ხანგრძლივი გამოცდილება აქვს და იცის, როგორ მიაღწიოს კომპრომისებს.
მანამდე რუტემ განაცხადა, რომ უკრაინა ალიანსის ახალი ხელმძღვანელის პრიორიტეტების სიაში პირველ ადგილზე იქნება.
მან ასევე თქვა, რომ არ აწუხებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შესაძლო გავლენა ალიანსის ერთიანობაზე და, კერძოდ, უკრაინის მხარდაჭერის უნარზე.