საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ნიუ-იორკში თავის ამერიკელ კოლეგასთან, დონალდ ტრამპთან ერთად განიხილა ინიციატივები, რომლებიც მიმართულია რუსეთ-უკრაინის ომის დროს ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებზე მორატორიუმის შემოღებისკენ. ამის შესახებ ფრანგმა ლიდერმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.

"ჩვენ ასევე გავაერთიანებთ ძალისხმევას, რათა მივაღწიოთ მორატორიუმს უკრაინის ენერგეტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შესახებ. მშვიდობიანი მოსახლეობა დაცული უნდა იყოს და რაც შეიძლება მალე უნდა დავიწყოთ სერიოზული მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის პირობებზე", - განაცხადა მაკრონმა.

ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას, მაკრონმა აღნიშნა, რომ ისინი შეთანხმდნენ უკრაინის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში დახმარების აუცილებლობაზე. მისი თქმით, კერძოდ, საუბარი იყო კიევისთვის დამატებითი საზენიტო რაკეტების მიწოდებაზე რუსული საჰაერო თავდასხმებისგან თავდასაცავად.