გერმანიის ქალაქ მაგდებურგში, საშობაო ბაზრობაზე მანქანა ხალხში შევარდა.
მედიის ცნობით, დაღუპულია, სულ მცირე, ერთი ადამიანი, ხოლო 80-მდე პირი დაშავდა.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფები.
ადგილობრივი მაღალჩინოსანი მედიასთან საუბრისას ამბობს, რომ ეს იყო განზრახ თავდასხმა. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ.
შემთხვევას გამოეხმაურა გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი.
„ჩემი ფიქრები დაღუპულთან და მათ ახლობლებთან არის. ჩვენ მათ და ყველა მაგდებურგელის ვერდით ვდგავართ“, – განაცხადა შოლცმა.