ლონდონის ცენტრში 47 წლის ქალმა მაკრატლით 4 მამაკაცი დაჭრა. დაშავებულები არიან 34, 39, 42 და 52 წლის მამაკაცები.
ინციდენტის ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციელი იყო მობილიზებული. გავრცელებულ კადრებში ჩანს ქალის დაკავების მომენტი.
დაშავებულები ლონდონის ერთ-ერთი საავადმყოფოს სპეციალიზებულ ტრავმატოლოგიურ ცენტრში არიან გადაყვანილები.
გაერთიანებული სამეფოს მედიის ცნობით, თავდამსხმელს, სავარაუდოდ, ფსიქიკური პრობლემები აქვს.




