ჟოშუა ზარკასთან შეხვედრით, 'ეროვნული გაერთიანების" (RN) დეპუტატთა ლიდერი დიპლომატიურ წრეებში საკუთარი გავლენების ქსელის გაფართოებას განაგრძობს. აღნიშნული შეხვედრის შესახებ ოფიციალური კომუნიკაცია არც მარინ ლე პენის გარემოცვას და არც საფრანგეთში ისრაელის საელჩოს არ გაუკეთებიათ.
თუმცა, რადიო RCJ-ის ინფორმაციით, რომელსაც Le Figaro-ც ადასტურებს, ელისეს სასახლის სამგზის კანდიდატი ოთხშაბათს ისრაელის სახელმწიფოს წარმომადგენელმა, ჟოშუა ზარკამ ფარულად მიიღო.
დიპლომატიურმა წყარომ შეხვედრა შეაფასა როგორც „პოზიტიური“, თუმცა დააზუსტა, რომ ერთობლივი ფოტო არ გადაღებულა,განსხვავებით წინა დღით ლიბანის ელჩთან, რაბიჰ შაერთან გამართული შეხვედრისგან.
როგორც გამოცემა წერს, აშშ-ში ისრაელსა და ლიბანს შორის დაწყებული პირველი პირდაპირი მოლაპარაკებების ფონზე, რომლის მიზანიც „ჰეზბოლასთან“ ცეცხლის შეწყვეტაა, მარინ ლე პენი ცდილობს დიპლომატიური ბალანსი დაიცვას და ყველა მხარესთან შეინარჩუნოს კავშირი. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ნაციონალისტური ფრთის ლიდერი მტკიცედ უჭერდა მხარს ისრაელის სურვილს, გაენადგურებინა „ჰამასი“ ღაზას სექტორში 2023 წლის 7 ოქტომბრის ტერაქტის საპასუხოდ.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის გაზაფხულზე, სანამ ბრძოლები დროებით შეწყდებოდა, ლე პენი აცხადებდა, რომ ისრაელი „აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია ამ უკიდურესად რთულ ვითარებაში“. ისრაელის საერთაშორისო კრიტიკის მიუხედავად, ლე პენი ხაზს უსვამდა, რომ ებრაული სახელმწიფო უპირისპირდება „ტერორისტულ მოძრაობას, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობას, საავადმყოფოებსა და სკოლებს ცოცხალ ფარად იყენებს“




