ლატვიის პრეზიდენტი ედგარ რინკევიჩი საქართველოს პრეზიდენტთან კომუნიკაციის შესახებ იტყობინება. ის ამბობს, რომ განიხილეს ქვეყანაში არსებული ვითარება და რომ აფასებს პრეზიდენტის პირად პოზიციას.

რინკევიჩი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველო დღეს "ისტორიულ გზაჯვარედინზეა":

"საქართველო დღეს ისტორიულ გზაჯვარედინზეა. ლატვია მხარს უჭერს ქართველ ხალხს და მათ სურვილს ევროკავშირში გაწევრიანებაზე.

განვიხილეთ არსებული ვითარება, ვაფასებ პრეზიდენტის პირად პოზიციას" - წერს X-ზე რინკევიჩი.