ახალი კვლევის მიხედვით, ადამიანებმა, რომლებიც იყენებდნენ ელექტრო სიგარეტს მოწევისთვის თავის დანებებისთვის, აღმოაჩინეს, რომ ეს მეთოდი ნაკლებად სასარგებლოა, ვიდრე მოწევის შეწყვეტის ტრადიციული საშუალებები. ამის შესახებ CNN წერს.

კვლევაში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ BMJ-ში, გაანალიზებულია Population Assessment of Tobacco and Health Study 2017-იდან 2019 წლამდე მონაცემები.

Population Assessment of Tobacco and Health Study-ში კი მოყვანილია ამერიკელებს შორის თამბაქოს გამოყენება.

"ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ ელექტრო სიგარეტი ნაკლებად პოპულარულია, ვიდრე FDA-ს მიერ დამტკიცებული ფარმაცევტული საშუალებები, როგორიცაა მედიკამენტები ან დასაკრობი პატჩები, საღეჭი რეზინი და ა.შ.", - თქვა ჯონ პ. პირსმა, პოპულაციის მეცნიერებათა დირექტორმა.

"ელექტრო სიგარეტი ასევე ასოცირებული იყო სიგარეტის მოწევისთვის ნაკლებ წარმატებულად თავის დანებებასთან იმ დროის განმავლობაში", - თქვა პირსმა.

ყოფილ მწეველთა თითქმის 60%-მა, რომლებიც ყოველდღიურად მოიხმარდნენ ელექტრო სიგარეტებს, მოწევა 2019 წლისთვის განაახლეს, ნათქვამია კვლევაში. "არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ელექტრონული სიგარეტის გამოყენება ეფექტური საშუალებაა მოწევისთვის თავის დანებებისთვის", - თქვა პირსმა.

გაერთიანებულ სამეფოში სამთვიანმა რანდომიზებულმა კვლევამ, რომელიც გამოქვეყნდა 2019 წელს, აჩვენა, რომ ელექტრო სიგარეტები, ქცევით ინტერვენციებთან ერთად, მწეველებს თამბაქოს მოხმარების შეწყვეტაში ეხმარებოდა. 2021 წლის ბოლოს გამოქვეყნებულ სახელმძღვანელოში, გაერთიანებული სამეფოს ჯანმრთელობისა და ზრუნვის ინსტიტუტმა გადაწყვიტა, მწეველებისთვის ელექტრო სიგარეტის გამოყენება ერჩია. გაერთიანებულ სამეფოში სამთვიანმა რანდომიზებულმა კვლევამ, რომელიც გამოქვეყნდა 2019 წელს, აჩვენა, რომ ელექტრო სიგარეტები, ქცევით ინტერვენციებთან ერთად, მწეველებს თამბაქოს მოხმარების შეწყვეტაში ეხმარებოდა.

2021 წლის ბოლოს გამოქვეყნებულ სახელმძღვანელოში, გაერთიანებული სამეფოს ჯანმრთელობისა და ზრუნვის ინსტიტუტმა გადაწყვიტა, მწეველებისთვის ელექტრო სიგარეტის გამოყენება ერჩია. თუმცა, შეერთებულ შტატებში კვლევებმა, რომლებიც სწავლობდნენ მოწევას რეალურ გარემოში, არ დაადგინეს, რომ ეს სიმართლეა, თქვა პირსმა. მისი გუნდის მიერ 2021 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებმაც თამბაქოს მოწევას თავი 2013-იდან 2016 წლამდე ელექტრო სიგარეტზე, ან თამბაქოს სხვა ნაწარმზე გადასვლის გზით დაანებეს, 8,5%-ით მეტი შანსი აქვთ განაახლონ მოწევა იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებმაც უბრალოდ შეწყვიტეს მოწევა, ჩანაცვლების გარეშე. "2017 წელს სიგარეტის გაყიდვები გაიზარდა 40%-ით", - თქვა მან, ბაზრის წილის უმეტესი ნაწილი ეკავა ახალი ბრენდების ელექტრო სიგარეტებს ნიკოტინის ძალიან მაღალი დონით.

"ჩვენ გვინდოდა გადაგვეხედა ამ მაღალი ნიკოტინის შემცველი ახალი ვერსიებისთვის და გვენახა, არის თუ არა რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ ისინი რეალურად დაეხმარნენ ადამიანებს მოწევისთვის თავის დანებებაში. კვლევამ აჩვენა, რომ ელექტრო სიგარეტის, როგორც დამხმარე საშუალების გამოყენება ორი წლის განმავლობაში 25%-ით შემცირდა, თქვა პირსმა. დაეხმარა ელექტრო სიგარეტები მათ, ვინც იყენებდა მათ მოწევის შეწყვეტისთვის? "ჩვენ ვერ შევისწავლით ნიკოტინის მაღალი შემცველობის ამ ელექტრო სიგარეტების ეფექტურობას, რადგან არცერთი მწეველი არ იყენებდა მათ ორწლიანი პერიოდის განმავლობაში", - თქვა პირსმა.