საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე მასშტაბურ ტყის ხანძარს ებრძვიან, დაღუპულია ორი მეხანძრე. ამ დროისთვის ცეცხლი, სულ მცირე, სამ სხვადასხვა ლოკაციაზე ვრცელდება.
ხანძრის სწრაფი გავრცელების გამო საბერძნეთის საგანგებო სამსახურმა მოსახლეობას ევაკუაციის შესახებ შეტყობინება ორჯერ გაუგზავნა.
ამავე დროს საბერძნეთში მეხანძრეები ებრძვიან კიდევ ერთ მასშტაბურ ტყის ხანძარს კუნძულ პაროსზე, სადაც ცეცხლი უკონტროლოა.
ცნობისთვის, უკვე რამდენიმე კვირაა, საფრანგეთსა და ესპანეთში მასშტაბურ ტყის ხანძრებს ებრძვიან. ბოლო ცნობებით, ორივე ქვეყანაში ევაკუირებულ მოქალაქეთა რაოდენობამ 360 000-ს გადააჭარბა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა საფრანგეთის ქალაქ ბორდოსა და ესპანეთის დედაქალაქ მადრიდის შემოგარენში.




