კრაკოვის მთავარ მოედანზე სროლას 6 ადამიანი ემსხვერპლა, 16 დაშავდა. ოსტროვეც-სვენტოკშისკიში, თავდამსხმელის სახლში, მისი დედის, მამის და დის ცხედრები იპოვეს.
შაბათს კრაკოვის ცენტრში მამაკაცმა ავტომობილიდან შემთხვევით გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა. დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის დიდი ბრიტანეთის მოქალაქე. დაშავდა 16 ადამიანი, მათ შორის ორი პოლიციელი, რომელთა მდგომარეობაც მძიმეა.
პოლიციამ თავდამსხმელს შეტყობინებიდან 3 წუთში გაუხსნა ცეცხლი. მისი ავტომობილი ასაფეთქებლად საშიში არ აღმოჩნდა.
პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა დაადასტურა, რომ ოსტროვეც-სვენტოკშისკიში, თავდამსხმელის საცხოვრებელ ბინაში, ორი ქალისა და ერთი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. პროკურატურაში მოპოვებული ინფორმაციით, გარდაცვლილები თავდამსხმელის დედა, მამა და და არიან. კორპუსის მაცხოვრებლები ევაკუირებულები არიან.
ტუსკმა მომხდარი ტერორიზმად შეაფასა. კვირა და ორშაბათი ეროვნული გლოვის დღეებად გამოცხადდა.
წყარო: Onet.pl / Tvn24.pl
მოამზადა რაულ კაპანაძემ




