დანიაში, კოპენჰაგენში, ისრაელის საელჩოსთან აფეთქებების შესახებ იუწყებიან. დანიის პოლიციის ცნობით, 2 აფეთქება დღეს დილით მოხდა.

პოლიციის ინფორმაციით, აფეთქებების შედეგად არავინ დაშავებულა. გამომძიებლები იკვლევენ, აქვს თუ არა ინციდენტს კავშირი უშუალოდ ისრაელის საელჩოსთან.

დანიის დედაქალაქის ამავე რაიონში მდებარეობს არაერთი სხვა ქვეყნის საელჩო და საკონსულოც, მათ შორის – ირანის.