ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

კით კელოგი ამბობს, რომ წინა სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩაიშალა, რადგან მასში  ძალიან ბევრი ქვეყანა იყო ჩართული.

დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევროპასთან იქნება კონსულტაცია, მაგრამ საბოლოოდ მას ამორიცხავენ რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის დაგეგმილი სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან.

კითხვაზე, დაესწრება თუ არა ევროპა დაგეგმილ მოლაპარაკებებს, კით კელოგმა თქვა, რომ ის „რეალიზმის სკოლიდანაა და ეს არ მოხდება“.

ჩემ ევროპელ მეგობრებს ვურჩევდი, რომ ჩაერთონ დებატებში მოლაპარაკების მაგიდასთან მოხვედრის მიუხედავად, წამოაყენონ კონკრეტული წინადადებები იდეები, გაზარდონ თავდაცვის ხარჯები, - განაცხადა კელოგმა.

მისი თქმით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც უკრაინასა და რუსეთს შორის წინა სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩავარდა, იყო ის, რომ ძალიან ბევრი ქვეყანა იყო ჩართული და მათ არ გააჩნდათ ასეთი პროცესის განხორციელების შესაძლებლობა.

”ჩვენ არ ვაპირებთ ამ გზით წასვლას,” - თქვა მან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში.

ბ-ნმა კელოგმა თქვა, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც უკრაინასა და რუსეთს შორის წინა სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩავარდა, იყო ის, რომ მასში ჩართული იყო ძალიან დიდი რაოდენობა ქვეყნებისა, რომლებსაც არ გააჩნდათ ასეთი პროცესის განხორციელების შესაძლებლობა.

„ჩვენ არ წავალთ ამ გზით,” - განაცხადა დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა