ამის შესახებ საზღვარგარეთული მედია ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო KCNA-ზე დაყრდნობით იუწყება.

ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო KCNA იტყობინება, რომ კიმ ჩენ ინი ეწვია გემთმშენებელ საწარმოს წყალქვეშა ნავის მშენებლობის პროცესის  შესამოწმებლად. ჩრდილოეთ კორეა მშენებარე ობიექტს აღწერს როგორც სტრატეგიული მართვადი რაკეტებით აღჭურვილ ბირთვული თავდასხმის წყალქვეშა ნავს 8700 ტონა წყალწყვით.