ამის შესახებ ინფორმაციას ბელგიის მედია ავრცელებს.
ადამიანს ხუთი ჭიანჭველა დედოფალი რომ ჰყავდეს, ეს შეიძლება ჰობად ჩაითვალოს. ხუთი ათასის ყოლას არანაირი გამართლება არ აქვს, მაგრამ ისინი მეორე შანსს იმსახურებენ, - განაცხადა დღეს დილით კენიელმა მოსამართლემ და 19 წლის დევიდ ლ.-ს და 18 წლის სეპე ლ.-ს ჭიანჭველების კონტრაბანდისთვის ერთი მილიონი კენიური შილინგის (დაახლოებით 7 000 ევროს) ოდენობის ჯარიმა მიუსაჯა. ჯარიმის გადახდის შემდეგ, ისინი სახლში დაბრუნებას შეძლებენ. - განაცხადა დღეს დილით კენიელმა მოსამართლემ და 19 წლის დევიდ ლ.-ს და 18 წლის სეპე ლ.-ს ჭიანჭველების კონტრაბანდისთვის ერთი მილიონი კენიური შილინგის (დაახლოებით 7 000 ევროს) ოდენობის ჯარიმა მიუსაჯა. ჯარიმის გადახდის შემდეგ, ისინი სახლში დაბრუნებას შეძლებენ.
ფლამანდრიელი ახალგაზრდები კენიაში პატიმრობაში 5 აპრილიდან იმყოფებიან. ამ დღეს პოლიციამ ნაივაშას ტბაზე მდებარე ჰოსტელში ჩხრეკა ჩაატარა და მათი ოთახში ნახა დაახლოებით 2500-მდე სინჯარაში მოთავსებული ხუთი ათასი ჭიანჭველა დედოფალი. დაპატიმრებული ახალგაზრდები, ადვოკატის თქმით, მთელი ამ ხნის განმავლობაში საკანში ათ სხვა პირთან ერთად იყვნენ და ღამით იატაკზე დაფენილ თხელ ლეიბზე იწვნენ. ახალგაზრდების განცხადებით, მათ არ ჰქონიათ ქვეყნიდან ჭიანჭველების უკანონოდ გაყვანის განზრახვა. ისინი გულუბრყვილოდ მიენდვნენ კენიელებს, რომლებმაც ჭიანჭველების ყიდვა და ექსპორტზე გასატანად საჭირო დოკუმენტაციის მიწოდება შესთავაზეს და პოლიცია მათთან ჩხრეკის ჩასატარებლად იმ დროს შევიდა, როდესაც ისინი საბუთებს ელოდებოდნენ.
სასამართლოსთვის წარდგენილ სამოქალაქო სარჩელში კენიის ველური ბუნების დაცვის სააგენტო აღნიშნავდა, რომ „ჭიანჭველები პატარები არიან, მაგრამ მათი ქურდობა საფრთხეს უქმნის სასურსათო უსაფრთხოებას ისეთი მნიშვნელოვანი პროცესების დარღვევით, როგორიცაა ნიადაგის აერაცია და თესლის გაფანტვა. ჩვენ ამ საკითხს ისეთივე სერიოზულობით ვეკიდებით, როგორც სპილოების ბრაკონიერობას“, - ნათქვამია კენიის ველური ბუნების დაცვის სააგენტოს მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ სამოქალაქო სარჩელში.