კალიფორნიის შტატის ამომრჩევლებმა რეფერენდუმზე (Proposition 40) უარყვეს ინიციატივა, რომელიც მილიარდერების ქონებაზე ერთჯერადი 5%-იანი გადასახადის დაწესებას ითვალისწინებდა.

ინიციატივის ავტორების გათვლით, შტატში მცხოვრები 200-ზე მეტი მილიარდერის დაბეგვრით ბიუჯეტში ათობით მილიარდი დოლარი უნდა შესულიყო (ზოგიერთი საპროგნოზო შეფასებით — 100 მილიარდ დოლარამდე), რაც ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსებას მოხმარდებოდა.


​ცნობისთვის, კალიფორნიის გუბერნატორი აღნიშნული ინიციატივის წინააღმდეგი იყო და მიიჩნევდა, რომ ერთჯერადი გადასახადი შტატის ფისკალურ პრობლემებს ვერ მოაგვარებდა, ხოლო მდიდარი მცხოვრებლების გადინებას შეუწყობდა ხელს.


​საბოლოოდ, რეფერენდუმზე ამომრჩეველთა უმრავლესობამ (~53%-მა) წინადადებას მხარი არ დაუჭირა. ინიციატივის ოპონენტები და კრიტიკოსები შიშობდნენ, რომ ასეთი მაღალი გადასახადი შტატიდან მსხვილი ინვესტორებისა და ბიზნესების გადინებას გამოიწვევდა, რაც ხანგრძლივ პერსპექტივაში კალიფორნიის ეკონომიკასა და საგადასახადო შემოსავლებს კიდევ უფრო მეტად დააზიანებდა.

მოამზადა რაულ კაპანაძემ