საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა, ესპანეთში ვალიადოლიდის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ჰამასს ისრაელი აფინანსებდა. 

"დიახ, ჰამასი ისრაელის მთავრობამ დააფინანსა, რათა პალესტინის ხელისუფლება დაესუსტებინათ, რომელსაც ფატაჰი ხელმძღვანელობს". - თქვა ბორელმა.

ევროკავშირის წარმომადგენელმა ასევე დაამატა, რომ რეგიონში მშვიდობის მისაღწევად "ორი სახელმწიფოს პრინციპი" უნდა მოქმედებდეს.

"ჩვენ გვჯერა, რომ მხოლოდ გარედან დაწესებული ორი სახელმწიფოთი გადაჭრის გზა მოიტანდა მშვიდობას, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი უარყოფითს ამტკიცებს". - თქვა ბორელმა.

ისრაელის მთავრობამ ბორელის ბრალდებები მტკიცედ უარყო.