აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის ჯიმ რიშის განცხადებით, "მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, გვიან, მაგრამ საბოლოოდ მაინც დაწესდა სანქციები, კიდევ მეტი უნდა გაკეთდეს".
"ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტად ღიად ანტიდასავლური პოლიტიკოსი დააყენა. კარგად ნაცნობია ხელისუფლების მცდელობა უარი თქვას საქართველოს მეგობრებზე, მაგრამ ჩვენ არ ვიტყვით უარს მის ხალხზე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ არეულობაში მისი როლის გამო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, გვიან მაგრამ საბოლოოდ მაინც დაწესდა სანქციები,კიდევ მეტი უნდა გაკეთდეს. კიდევ ერთხელ, აშშ არ მიატოვებს ქართველ ხალხს და მათ სურვილს, რომ ჰქონდეთ თავისუფალი, სამართლიანი დემოკრატია", - წერს იგი სოციალურ ქსელში.
Despite the opposition boycott, the Georgian parliament has moved forward to install an openly anti-Western politician as president. The gov't's attempt to reject Georgia’s friends is noted, but we will not give up on its people.
— Senate Foreign Relations Committee Ranking Member (@SenateForeign) December 30, 2024