21 სექტემბრის წინასწარი საბოლოო შედეგებით ულტრამემარჯვენე AfD-მ ხმების 38,2% მიიღო და მეკლენბურგ-წინა პომერანიაში პირველად გახდა გამარჯვებული, რითაც მმართველი SPD (35,5%) დაამარცხა. ამავე არჩევნებმა ისტორიული კრახი მოუტანა კანცლერ მერცის პარტიას - CDU-მ 4,9% აიღო და 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა

გერმანიის ფედერალურ მიწა მეკლენბურგ-წინა პომერანიაში 20 სექტემბერს გამართულ არჩევნებში ისტორიული შედეგი დაფიქსირდა. ულტრამემარჯვენე AfD-მ 38,2%-ით გაიმარჯვა და ლანდტაგში (ფედერალური მიწის პარლამენტი) 32 მანდატით ყველაზე დიდი ფრაქცია გახდა.

ყველაზე დიდი სენსაცია კი კანცლერ ფრიდრიხ მერცის ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის (CDU) შედეგია - პარტიამ მხოლოდ 4,9% (-8,4) მიიღო და 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა. 1949 წელს დაარსების შემდეგ პირველად ისტორიაში CDU ვერცერთ ფედერალურ მიწაში ვერ შევიდა პარლამენტში.

71-მანდატიან ლანდტაგში ამიტომ მხოლოდ 4 პარტია შევიდა: „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) - 32 მანდატი (+18), სოციალ-დემოკრატიული პარტია (SPD) - 29 (-5), მემარცხენეების პარტია (Die Linke) და „მწვანეები“(Grüne) - 5-5 მანდატით. სარა ვაგეკნეხტის ალიანი (BSW) - 4,8%-ით და თავისუფალი დემოკრატიული პარტია (FDP) 1%-ით, ასევე გარეთ დარჩნენ.

მერცმა შედეგს კატასტროფა უწოდა.

„შედეგებს მეკლენბურგ-წინა პომერანიაში ვერ შევალამაზებთ. ეს არის კატასტროფა“, - თქვა მან. თუმცა, მიუხედავად ამისა, აღნიშნა, რომ თანამდებობას არ დატოვებს.

წყარო: „ტაგესშაუ“

მოამზადა რაულ კაპანაძემ