ისრაელის თავდაცვის ძალები  ლიბანის სამხრეთით, მდინარე ლითანამდე სახმელეთო ოპერაციას იწყებს.
ამის შესახებ ისრაელის პრემიერ მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა და აღნიშნა, რომ ისრაელი მზად არის, ჩრდილოეთში ჰეზბოლას წინააღმდეგ მძლავრი მოქმედებების განხორციელებისთვის.

„ვინც ფიქრობს, რომ ზიანს მოგვაყენებს და ჩვენ უსაქმოდ ვსხედვართ, უშვებს დიდ შეცდომას.
გუშინ მიწა იწვოდა და მიხარია, რომ თქვენ ჩააქრეთ, მაგრამ ლიბანშიც იწვოდა მიწა. ჩვენ მზად ვართ ძალიან გადამწყვეტი მოქმედებებისთვის ჩრდილოეთში," - განაცხადა ნეთანიაჰუმ  გმირთა ბანაკში, სადაც  ქალაქის სადამკვირვებლო პუნქტი  მოინახულა. 


არსებული ინფორმაციით, სამხედრო ოპერაციის დაწყების მიზანი ჩრდილოეთ ისრაელის დასახლებების უსაფრთხოების მისაღწევად, ე.წ. ბუფერული ზონის შექმნაა.