ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანელი ხალხს მიმართავს:
"ირანის ამაყო ხალხო,ჩვენ ისტორიაში ერთ-ერთი უმსხვილესი სამხედრო ოპერაციის შუაგულში ვართ — ოპერაცია „აღმავალი ლომი“.
ისლამური რეჟიმი, რომელიც თითქმის 50 წელია ავიწროებს თქვენ და თქვენ თავისუფლებას, ახლა ჩვენი სახელმწიფოს — ისრაელის — განადგურებით იმუქრება.
ისრაელის ამ ოპერაციის მიზანია, შევაჩეროთ ისლამური რეჟიმის ბირთვული და ბალისტიკური საფრთხე. მაგრამ ამასთანავე, როდესაც ჩვენ მიზანს ვაღწევთ, თქვენს წინაშეც გზას ვხსნით თავისუფლების მისაღწევად. ბოლო 24 საათში ჩვენ განვახორციელეთ შეტევა სამხედრო ხელმძღვანელობაზე, მაღალი რანგის ბირთვულ მეცნიერთა ჯგუფზე, რეჟიმის ყველაზე მნიშვნელოვან გამდიდრების ობიექტსა და ბალისტიკური იარაღის არსენალის დიდ ნაწილზე. ეს მხოლოდ დასაწყისია.
რეჟიმმა არც იცის, რა მოხდა და არც ის, წინ რა ელოდება. ის არასდროს ყოფილა ასეთი სუსტი. ეს თქვენი შანსია — აღიმაღლოთ ხმა." - ამბობს ისრაელის პრემიერმინისტრი მიმართვაში.