ისრაელის ავიაციამ იერიში ლიბანის ტერიტორიაზე მიიტანა. საჰაერო დარტყმები სამხრეთ ლიბანში, ჯადრას რაიონზე განხორციელდა, რომელიც ისრაელის საზღვრიდან 60 კილომეტრში მდებარეობს.

ცახალის სამიზნე მანქანა გახდა, რომელშიც ჰამასთან დაახლოებული პირი და თანამებრძოლები იმყოფებოდნენ. მანამდე ისრაელის ავიაციამ სამხრეთ ლიბანში დაჯგუფება „ჰეზბოლას“ რამდენიმე ობიექტი დაბომბა.