ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ესმაილ ბაღაიმ, უარყო ტრამპის მტკიცება, რომ თეირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანის შეერთებულ შტატებში გადატანას.

„გამდიდრებული ურანი ჩვენთვის ისეთივე წმინდაა, როგორც ირანის მიწა და არავითარ შემთხვევაში არსად არ გადაიტანება“, - ციტირებს ბაღაის ირანის სააგენტო „ტასნიმი“

ირანის უარყოფის მიუხედავად, ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გამდიდრებულ ურანს მიიღებს.

არიზონაში ორგანიზაცია Turning Point-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე მან განაცხადა:

 „ჩვენ ამას მივაღწევთ, ირანთან ერთობლივად ჩარევით, უამრავი ექსკავატორის გამოყენებით... ჩვენ ამას მივაღწევთ. ჩვენ მას შეერთებულ შტატებში გადმოვიტანთ“.