ირანის სახელმწიფო ტელევიზიის განცხადებით, ირანმა ექვსი რაკეტა გაუშვა კატარში აშშ-ის ბაზების მიმართულებით. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაკეტა გაუშვეს ერაყში არსებული აშშ-ის სამხედრო ბაზისკენ

უცხოური სააგენტოების ცნობით, ირანმა 10 რაკეტა ესროლა კატარში აშშ-ის ბაზას და კიდევ ერთი რაკეტა ერაყში აშშ-ის ბაზას ვაშინგტონის მიერ ისლამური რესპუბლიკის ბირთვულ ობიექტებზე შაბათ-კვირას განხორციელებული დარტყმების საპასუხოდ.

კატარის დედაქალაქ დოჰაში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა.