იერუსალიმში, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს სახლთან ასობით დემონსტრანტი მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით გამოვიდა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

დემონსტრანტების ირგვლივ პოლიციამ ბარიკადები აღმართა. აქციაზე სიტყვით გამოდიან ისრაელელი მძევლების ოჯახის წევრები.

„თქვენს გადაწყვეტილებებს მათ სიკვდილამდე მივყავართ“, – მიმართავს ნეთანიაჰუს ერთ-ერთი მძევალის ოჯახის წვერი.

პროტესტები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება მას შემდეგ, რაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა რაფაჰში, „ჰამასის“ გვირაბში ექვსი მძევლის ცხედარი იპოვეს.

თარგმანი: პირველი არხი