საინფორმაციო სააგენტო „გარდიანის“ ინფორმაციით, გრეტა ტუნბერგმა შვედეთის ხელისუფლებას განუცხადა, რომ სასტიკად ეპყრობიან.
გარდიანის მიერ მოძიებული მიმოწერის თანახმად, გარემოს დამცველმა გრეტა ტუნბერგმა შვედეთის ოფიციალურ პირებს განუცხადა, რომ მას შემდეგ, რაც იგი ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მიზნით მიმავალი ფლოტილიის გემიდან აიყვანეს და ისრაელის ციხეში გადაიყვანეს, სასტიკად ექცევიან.
მიმოწერის თანახმად, კიდევ ერთმა დაკავებულმა ასევე განაცხადა, რომ ისრაელის ძალებმა გადაიღეს ფოტოები, სადაც ტუნბერგს, სავარაუდოდ, დროშების დაჭერას აიძულებდნენ. უცნობია, რომელი ქვეყნის დროშები აქვს მხედველობაში დაკავებულს.
შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ტუნბერგთან დაახლოებული პირებისთვის გაგზავნილ ელექტრონულ წერილში, რომელიც „გარდიანმა“ ნახა, აქტივისტის ციხეში მონახულების შემდეგ ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ გრეტა ტუნბერგის მტკიცებით, ის ბაღლინჯოებით სავსე საკანში იმყოფება და მას მცირე რაოდენობით საკვებსა და წყალს აძლევდნენ.
„საელჩომ შეძლო გრეტასთან შეხვედრა. მან განაცხადა, რომ არ იღებდა საკმარის წყალს და საკვებს. ასევე განაცხადა, რომ გამონაყარი განუვითარდა, რაც, მისი აზრით, ბაღლინჯოებთან კონტაქტის შედეგია. გრეტა ამბობს, რომ , რომ მას სასტიკად ექცევიან და დიდი ხნის განმავლობაში უწევს მყარ ზედაპირზე ჯდომა“, - ნათქვამია საელჩოს წერილში.