გერმანიამ ქართველ მაღალჩინოსნებს, რომლებიც საპროტესტო აქციების ჩახშობაზე არიან პასუხისმგებლები დამატებითი სანქციები დაუწესა. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე წერს.

"დაახლოებით სამი თვეა, ქართველი ხალხი ევროკავშირში მომავლის მხარდასაჭერად და საქართველოს ხელმძღვანელობის კურსის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებზე გამოდის. ისინი კვლავ დაშინების, დაკავებებისა და ძალადობის საფრთხის წინაშე დგანან. გერმანიამ დღეს ქართველ მაღალჩინოსნებს, რომლებიც საპროტესტო აქციების ჩახშობაზე არიან პასუხისმგებლები, ქვეყანაში შესვლის შესახებ დამატებითი აკრძალვები დაუწესა", - წერს გერმანიის საგარეო უწყება.