გასულ ღამეს უკრაინის დედაქალაქ კიევის ჩრდილოეთ ხიდზე რუსული დრონით თავდასხმა მოხდა.

უკრაინული მედიის ცნობით, ხიდზე თავდასხმამ, რომელიც მდინარე დნეპრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს აკავშირებს, მოძრაობის შეფერხება გამოიწვია.

ხიდზე თავდასხმას ადასტურებს კიევის მიერ ვიტალი კლიჩკოც. მერის თქმით, ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები იყვნენ მობილიზებული. კლიჩკომ ასევე აღნიშნა, რომ შემთხვევის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

„ჩრდილოეთ ხიდზე გზის საფარი და ტროლეიბუსის ხაზები დაზიანდა. ხიდზე მოძრაობა მარცხნიდან მარჯვენა სანაპირომდე ამჟამად შეფერხებულია“, – განაცხადა კიევის მერმა.

მანამდე, 1 და 2 ოქტომბერს რუსულმა ძალებმა კიევის სამხრეთ ხიდი რეაქტიული დრონებით დაბომბეს. ბოლო ორი დღის განმავლობაში დრონებმა ხიდს სულ მცირე ხუთჯერ დაარტყეს.