გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აშშ-ის რეზოლუციას, რომელიც ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა დ მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს, ჩინეთმა და რუსეთმა ვეტო დაადეს.

აშშ-ის მიერ მომზადებული რეზოლუციის თანახმად, ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სულ მცირე ექვსი კვირით იმოქმედებდა, რაც უზრუნველყოფდა მოსახლეობის დაცვას და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას.

რეზოლუციის კენჭისყრამდე რუსეთის წარმომადგენელმა გაეროში ვასილი ნებენზიამ, კოლეგებს მოუწოდა, მხარი  არ დაეჭირათ რეზოლუციისთვის, რომელსაც მან „პოლიტიზებული“ უწოდა. ნებეზნიამ აღნიშნა, რომ ტექსტი უფლებას აძლევს ისრაელს სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად ღაზის ჩრდილოეთით, რაფაჰში, სადაც 2,3 მილიონი ადამიანი ისრაელის თავდასხმებს თავშესაფრებში აფარებს თავს.

რეზოლუციას მხარი სულ 11-მა ქვეყანამ დაუჭირა, სამი წინააღმდეგ წავიდა და ერთმა თავი შეიკავა.