ამის შესახებ ინფორმაციას სლოვაკეთის მედია ავრცელებს.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ წერილი მისწერა შეერთებული მთავრობის ეფექტურობის კომისიის ხელმძღვანელს, ილონ მასკს. ფიცოს სურს მიიღოს მისგან ინფორმაცია საგარეო დახმარების გაწევისთვის გამიზნული საერთაშორისო განვითარების სააგენტოს („იუსაიდი“) მიერ სლოვაკეთის არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ მედიისთვის გაცემული გრანტების შესახებ. მისი თქმით, ფული სლოვაკეთში პოლიტიკური მიზნებისთვისაც გამოიყენეს, - წერს სლოვაკეთის მედია.
ფიცო მზადაა მასკს პირადად შეხვდეს, რათა განიხილონ არა მხოლოდ უცხოური ფონდების სავარაუდო გავლენა პოლიტიკურ სპექტრზე, არამედ სხვა პროექტებზეც, რომლებიც მოგებიანია სლოვაკურ-ამერიკული ურთიერთობებისთვის.