ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა სამშაბათს საღამოს დატოვა ვახშამი, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა, მას შემდეგ რაც აშშ-ის ვაჭრობის მდივანმა ჰოვარდ ლატნიკმა ევროპა მკაცრად გააკრიტიკა, იუწყება სააგენტო Reuters.
ინციდენტის გამო ღონისძიების ორგანიზატორმა, BlackRock-ის გენერალურმა დირექტორმა ლარი ფინკმა, რომელიც დავოსის ფორუმის თანათავმჯდომარეა, ვახშამი ნაადრევად დაასრულა — დესერტამდე, - იუწყება უცხოური მედია.
კრისტინ ლაგარდმა მაგიდა სწორედ იმ მომენტში დატოვა, როცა ჰოვარდ ლატნიკი თავის გამოსვლაში ევროპელებს მკაცრად აკრიტიკებდა, რასაც დარბაზში შეძახილები და სტვენა მოჰყვა.




