რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნების შემდეგ, ევროკავშირმა უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში კენჭისყრის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების შესახებ განაცხადა. არც იქ ჩატარებული არჩევნები და არც მათი შედეგები არასდროს იქნება აღიარებული, ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს სახელით გაავრცელა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სანქციები შესაძლოა, დაწესდეს როგორც ამ ფიქციური არჩევნების კანდიდატებისა და ორგანიზატორების, ისე იმ პირების წინააღმდეგ, ვინც ხელს უშლიდა რუსეთში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას.

"რუსეთის მიერ 18-დან 20 სექტემბრის ჩათვლით ჩატარებულმა სახელმწიფო დუმის არჩევნებმა ცხადყო რუსეთში დემოკრატიის მიმდინარე და ღრმა დემონტაჟი", — ნათქვამია განცხადებაში.