პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ რუსეთი აპირებს უკრაინის ექსპლუატაციას, მათ შორის ეკონომიკურად. ამის შესახებ მან კატარში, გაეროს ნაკლებად განვითარებული ქვეყნების მე-5 კონფერენციაზე გენერალური დებატების დროს განაცხადა. მას Polskie Radio ციტირებს.
მისი თქმით, რუსებს სურთ მეზობლების დაპყრობა და ექსპლუატაცია, რაც ისტორიული კოლონიალიზმის გაგრძელებაა. მან აღნიშნა, რომ წარსულში ამის მსხვერპლი პოლონეთიც იყო.
დუდამ გაიხსენა, რომ რუსეთი იტაცებს უკრაინელებს, მათ შორის ბავშვებს და აგზავნის მათ რუსეთის სიღრმეში, ხოლო თუ ვინმე იმპერიას არ ემორჩილება, მაშინ კლავენ.
"არ გეცნობათ? ეს არ მომხდარა ბევრი ქვეყნის ისტორიაში? ამას ღიად ვამბობ, რადგან წარსულში პოლონეთი მეზობელი იმპერიების სასტიკი პოლიტიკის მსხვერპლი იყო", - განაცხადა დუდამ.