პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მკაცრი განცხადებით გამოეხმაურა გერმანიაში გამართულ რეგიონულ არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) წარმატებას. პოლონეთის მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში ამ ძალის გამარჯვებით მხოლოდ "იდიოტები ან მოღალატეები" შეიძლება ხარობდნენ.
სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ტუსკმა პირდაპირ მიმართა საზოგადოებას და აღნიშნა:
"მხოლოდ იდიოტებს ან მოღალატეებს შეუძლიათ გერმანიაში AfD-ის ტრიუმფით გახარება. პოლონეთი და ევროპა ერთიანობასა და ძლიერ დემოკრატიულ ინსტიტუტებს საჭიროებენ."
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის შეფასებით, გერმანული ულტრამემარჯვენე პარტიის წარმატება შემაშფოთებელია და მისით კმაყოფილება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.
თავის განცხადებაში დონალდ ტუსკმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პოლონურ პოლიტიკურ წრეებზე და აღნიშნა, რომ AfD-ის მიმართ სიმპათიები და მისი "ტრიუმფით გახარება" არაერთ მხარდამჭერს პოულობს პოლონურ ოპოზიციურ ძალებში — კერძოდ, პარტიებში "სამართალი და სამართლიანობა" (PiS) და "კონფედერაცია".




