მე მაქვს უფლება, რომ არ დავეთანხმო რომის პაპს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"მე არაფერი მაქვს პაპის საწინააღმდეგო, მაგრამ მე შემიძლია, არ დავეთანხმო პაპს. მე მაქვს უფლება, არ დავეთანხმო. მინდა, რომ რომის პაპმა სახარება წაიკითხოს, მე მთლიანად სახარების მომხრე ვარ, მაგრამ ასევე ვიცი, რომ არ შეიძლება ძალიან ბოროტი სულისკვეთების ქვეყანას ბირთვული იარაღის ფლობის უფლება მისცე. თუ ეს ასე მოხდებოდა, ისინი გამოიყენებდნენ მას, ძალიან სწრაფად გამოიყენებდნენ და ბევრ ადამიანს მოკლავდნენ. ასე რომ, პაპს შეუძლია არ დამეთანხმოს. მე მთლიანად სახარების მომხრე ვარ, მაგრამ, როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტს, არ შემიძლია დავუშვა, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს და მათ არ ექნებათ“, – განაცხადა ტრამპმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რას ფიქრობს გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომ ირანი აპირებს საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობისთვის ოთხი, მათ შორის ქალი, სიკვდილით დასაჯოს, ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია რომის პაპს მიაწოდონ.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, პირადად იცნობს რომის პაპის ძმას და ის MAGA-ს მხარდამჭერია.








